GEOENG

სიახლეების კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
 
გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთება თითოეულ ოჯახს განვადებით შეეძლება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთების ახალი წესი შეიმუშავა. კომისიის შესაბამისი დადგენილების თანახმად, მომხმარებელს, რომელსაც სურს ქსელზე მიერთება, ეძლევა საშუალება მიერთების საფასური დაფაროს 24 თვის განმავლობაში და ყოველთვიურად  მხოლოდ 25 ლარი გადაიხადოს (დღგ-ს ჩათვლით).

გარდა ამისა, კომისიის დადგენილებით მომხმარებელს სხვა არჩევანის გაკეთების საშუალებაც ექნება - გადაიხადოს მიერთების საფასური ფაქტობრვი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით ან ერთჯერადად - არაუმეტეს 600 ლარისა. ამავე დადგენილების თანახმად, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელმა კომპანიამ ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთება, მათ შორის ტექნიკური პირობის მომზადება და ბუნებრივი გაზით მომარაგება, უნდა განახორციელოს ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღი ვადაში. 

ამასთანავე, კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ქსელზე მიერთებისათვის საჭირო ყველა სამუშაო და ხარჯი, მათ შორის ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძისა და ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის საცხოვრებეში ბუნებრივი გაზის მიღების ერთი წერტილის მოწყობა. 

საზოგადოებასან და საერაშორისო

ურთიერთობათა დეპარტამენტი

 
 
Created By: Pro-Service