GEOENG

სიახლეების კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
 
CEE –ს ჩამოყალიბების მიზნით შედგენილ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს კომისიამ ხელი მოაწერა

 

ენერგეტიკის დარგში ტრენინგების, გამოყენებითი კვლევისა და ინფორმაციის საგანმანათლებლო ცენტრი – CEE  USAID-ის -  “ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის” ერთ-ერთი ინიციატივაა. ცენტრის მიზანია ჩამოაყალიბოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ენერგეტიკის განხრით ისეთ დარგებში როგორიცაა ინჟინერია, ბიზნესი, ეკონომიკა, საჯარო მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები. გამოიყენოს უნივერსიტეტების ფიზიკური, ფინანსური და საშტატო რესურსები, აგრეთვე, ბიზნეს, საწარმოო და რეგიონში არსებული სამთავრობო დაწესებულებები ტრენინგებისა დაგაყენებითი კვლევებისათვის.          

          ცენტრი შეასრულებს ენერგეტიკული ინფორმაციის გავრცელების, განათლებისა და ტრენინგებისათვის იდეებისა და კვლევის ფორუმის ფუნქციას. მიაწვდის საზოგადოებას, მრეწველობას, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს სანდო და ზუსტს ინფორმაციას ენერგეტიკის შესახებ. 

       საგანმანათლებლო ცენტრი USAID-ის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის,  ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და ენერგეტიკული ორგანიზაციების, მათ შორის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.

 

 

 

კომისიის საზოგადოებასთან და საერთაშორისო

ურთიერთობათა დეპარტამენტი

 

 
 
Created By: Pro-Service