GEOENG

სიახლეების კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
 
შპს ”გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” დაჯარიმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 13 თებერვლის სხდომაზე შპს ”გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” 5000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველი გახდა ქ. სიღნაღში მცხოვრები,  მოქალაქე კ. ელიზბარაშვილის განცხადება, რომლის მიმართაც კომპანიას დაევალა სასმელი წყლის მიწოდების აღდგენა, რაც არ შეასრულა. ცალკეულ შემთხვევებში შპს ”საქართველოს წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანია” იგნორირებას უკეთებს კომისიის მოთხოვნას მომხმარებლების მიერ წარმოდგენილი პრეტენზიების სრულყოფილად შესწავლისა და მათი დაკმაყოფილების თაობაზე.   

 კომისიამ ასევე იმსჯელა კომპანიებსა და მოქალაქეების შორის არსებულ დავებზე და მათი უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. კერძოდ, კომისიამ იმსჯელა სს ”ენერგო პრო ჯორჯიასა” და მოქალაქე დ.მუჯირს შორის არსებულ დავაზე. საჯარო სხდომაზე საკითხის განხილვის შედეგად გადაწყდა, რომ ხანდაზმულად იქნეს მიჩნეული კომპანიის მიერ აბონენტზე რიცხული 428.52 ლარი. დაკმაყოფილდა სოფელ ქვემო აკეთის მოსახლეობის საჩივარი სს ”ენერგო პრო ჯორჯიას” წინააღმდეგ და 2012 წლის პირველ ნოემბერს მოსახლეობაზე დარიცხული 5427 კვტსთ ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა უსაფუძვლოდ ჩაითვალა. ასევე, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული კომპანიის მიერ მოქალაქე ა.კოხრეიძეზე დარიცხული 180.45 ლარი.

კომისიამ განიხილა მოქალაქეებსა და შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისს” შორის არსებული დავები: მოქალაქე მ. გუდაძეს ჩამოეწერა შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ რიცხული 180,41 ლარი. 166.32 ლარი ჩამოეწერა ზ. ტატიშვილს. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ კაჭარავას საჩივარი. კომპანიას დაევალა აბონენტზე რიცხული 57.40 ლარის გაუქმება. ხოლო გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შპს ”ყაზტრანსგაზ თბილისის” 2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილება ძალაში დარჩა. მოქალაქე გ. ხოფერიას ჩამოეწერა 159.66 ლარი. დ. ქიტესაშვილს დაუკორექტირდა კომპანიის მიერ დარიცხული 2044,66 ლარი 340,77 ლარზე და გადაუნაწილდა ერთ წელზე. დაკმაყოფილდა მოქალაქე ჯ. თარხნიშვილის საჩივარი. მოქალაქე ჯ.ფაილოძეს შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისის მიერ” დარიცხული 269.19 ლარი ჩამოეწერა.  

გაფართოვდა შპს ”სოკარ ჯორჯია გაზი - იმერეთის” მომსახურების არეალი და დადგინდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მომხმარებლებისათვის გაზის ტარიფები 

სს ”ენერგო პრო ჯორჯიას” თანხმობა მიეცა გორში, ფერაძის ქ. #5-ში მდებარე შენობაში განთავსებულ პირებს მოხმარებული ელექტროენერგია დაარიცხოს  2013 წლის 24 იანვრის შეთანხმების შესაბამისად.

საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
 
 
Created By: Pro-Service