საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2010 წლის 13 იანვრის სხდომაზე სს "ზუგდიდიგაზზე" განაწილების ლიცენზიის გაცემის საკითხი განიხილა. კომისიამ სრულყოფილად მიიჩნია ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და სს "ზუგდიდიგაზზე" გასცა განაწილების ლიცენზია უვადოდ. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ლიცენზია ძალაში შევა კომისიის მიერ ტარიფის დადგენითანავე.
კომისიის საზოგადოებასთან და საერთაშორისო
ურთიერთოაბათა დეპარტამენტი