GEOENG

სიახლეების კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
 
კომისიამ შპს «თერჯოლის ბუნებრივ აირზე» ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გასცა

      

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 18 თებერვლის სხდომაზე შპს «თერჯოლის ბუნებრივ აირზე» გასცა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია, როგორც სს «თერჯოლაგაზის» უფლებამონაცვლეზე. სს «თერჯოლაგაზის» ბაზაზე შეიქმნა შპს «თერჯოლის ბუნებრივი აირი», რომლის ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა გავრცელდება ყოფილი სს «თერჯოლაგაზის» გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში. შპს «თერჯოლის ბუნებრივი აირი» . თერჯოლის მოსახლეობის გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.

ასევე, კომისიამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი, სემეკის 2005 წლის 30 დეკემბრი #30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ზუგდიდიგაზი). საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან მიღებული დადებითი სამართლებრივი დასკვნის წარდგენის შემდეგ, კომისიამ დაამტკიცა დადგენილების პროექტი და სარეგისტრაციოდ იუსტიციის სამინისტროში გაგზავნა.

 

 

 

კომისიის საზოგადოებასთან და საერთაშორისო

ურთიერთობათა დეპარტამენტი

 

 
 
Created By: Pro-Service