საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 25 თებერვლის სხდომაზე მოქალაქე ალექსანდრე გერსამიასა და სს «ენერგო-პრო ჯორჯიას» შორის არსებული დავა განიხილა. დავის საგანს წარმოადგენდა სს «ენერგო-პრო ჯორჯიას» მიერ მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების უკანონოდ შეწყვეტა. წარმოდგენილი მასალების საფუძველზე ენერგოკომპანიას აბონენტისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის არანაირი საფუძველი არ გააჩნდა, შესაბამისად, მან დაარღვია კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის 20 დადგენილებით დამტკიცებული «ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესების» მოთხოვნები, რის გამოც მიეცა გაფრთხილება.
დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის გნახილვა შპს «ქართული ტრადიციების» წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო მორიგი ხდომისთვის გადაიდო.
კომისიის საზოგადოებასთან და საერთაშორისო
ურთიერთობათა დეპარტამენტი